Accessibility links

ჯო ბაიდენი კოსოვოში ჩავიდა


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გულთბილად დახვდნენ კოსოვოში, სადაც ის ბალკანეთზე ტურნეს უკანასკნელი ვიზიტით ჩავიდა. ათასობით ეთნიკური ალაბანელი - მათგან ბევრი დროშებით ხელში - გამწკრივდა აეროპორტიდან დედაქალაქ პრიშტინისკენ გზაზე. ის შეერთებული შტატების პირველი მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც კოსოვოში ჩავიდა მას მერე, რაც მან სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა გასულ წელს. სამდღიანი ტურნე, რომლის მანძილზე ის ბოსნიასა და სერბიაშიც ჩავიდა, მიზნად ისახავს აჩვენოს რეგიონის მიმართ შეერთებული შტატების განახლებული ინტერესი.
XS
SM
MD
LG