Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბაროვსკის სამიტს შედეგიანი უწოდა ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა


ხაბაროვსკის სამიტს შედეგიანი უწოდა ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა. მისი განცხადებით, სამიტზე პრაქტიკული დეტალები და ბევრი საკითხისადმი საერთო მიდგომა გამოიკვეთა. კლაუსმა აღნიშნა, რომ ევროპის კავშირი რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს. ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი შეეცადა რუსეთის დარწმუნებას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი პროგრამა, რომლის მონაწილენიც საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდავეთი და ბელორუსია არიან, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა მედვედევმა დღეს განაცხადა, რომ ამ პროგრამით პარტნიორობის რეალიზების ფორმები რუსეთისთვის ჯერჯერობით გაუგებარია.
XS
SM
MD
LG