Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან


მუხროვანის ამბოხის ორგანიზატორებად მიჩნეული კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე, რომლებიც შსს-ს ცნობით, 20 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიჭრნენ, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები საშუალო სიმძიმის კატეგორიას ანიჭებენ. თავად მუხროვანის სამხედრო ნაწილი, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, 5 მაისს ამბოხი მოხდა, დღეს საქართველოში აკრედიტებულმა სამხედრო ატაშეებმა დაათვალიერეს.
XS
SM
MD
LG