Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ლიბანშია


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დღეს გაკეთებულ განცხადებაში მხარი დაუჭირა ლიბანის სუვერენიტეტს. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ბაიდენი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც ლიბანს ესტუმრა. ორ კვირაში ლიბანში უნდა გაიმართოს მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ანტისირიული ორიენტაციის მქონე ამჟამინდელი უმრავლესობა და ალიანსი, რომლის ერთ-ერთი წევრიც შიიტური ჰიზბოლაა. ამ ორგანიზაციამ, რომელსაც ვაშინგტონი ტერორისტულს უწოდებს - ბაიდენის ვიზიტი გააკრიტიკა, და მას ლიბანის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობა უწოდა. მაგრამ პრეზიდენტ მიშელ სულეიმანთან გამართული მოლაპარაკებიდან გამოსულმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG