Accessibility links

logo-print

გაერო პაკისტანელი ლტოლვილებისთვის 543 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს


გაერო ითხოვს 543 მილიონი დოლარი გამოიყოს იმ, მისი თქმით, ”დიდი ტანჯვის” შესამსუბუქებლად, რომელსაც პაკისტანის მთავრობასა და თალიბებს შორის მიმდინარე ბრძოლის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები განიცდიან. გაერო ამ თხოვნით დღეს გამოვიდა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში. ამ ჰუმანიტარულ ინიციატივას სათავეში უდგას გაეროს წარმომადგენელი მარტინ მოგვანჯა, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა ძალიან დიდია. პაკისტანის ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებების გამო სვატის ხეობა 1.9 მილიონმა ადამიანმა დატოვა.
XS
SM
MD
LG