Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილ ამერიკელ სამხედროებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


კენტუკის შტატის სასამართლომ დღეს აშშ-ის არმიის ყოფილ მოსამსახურეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ერაყელი გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის, აგრეთვე მისი ოჯახის ამოწყვეტის გამო. 24 წლის სტივენ დეილ გრინი სიკვდილით დასჯას მხოლოდ იმის გამო გადაურჩა, რომ მსაჯულებმა ამ საკითხზე თანხმობას ვერ მიაღწიეს. დეილს სასჯელის გასაჩივრების უფლება არ აქვს. ყოფილი სამხედრო დამნაშავედ სცნეს 14 წლის აბერ ალ-ჯანაბის გაუპატიურებასა და მკვლელობაში და მისი დედის, მამის და ექვსი წლის დის დახოცვაში. თავდასხმისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა კიდევ სამ ყოფილ სამხედროს.
XS
SM
MD
LG