Accessibility links

logo-print

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი სავარაუდოდ თვითმკვლელობის შედეგად გარდაიცვალა


სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი ნო მუ ხენი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი თანაშემწეების თქმით, მან კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო თავი მოიკლა. მისი ადვოკატი მუნ ჯა-ინი ამბობს, რომ წერილის დატოვების შემდეგ ყოფილი ლიდერი თავის აგარაკის სიახლოვეს კლდიდან გადახტა. სამხრეთ კორეის მედიის თანახმად, წერილში ეწერა ”ჩემს გამო ძალიან ბევრი ხალხი იტანჯება.” პოლიცია იძიებს სიკვდილი მართლა თვითმკვლელობის შედეგი იყო, თუ უბედური შემთხვევის. გასულ თვეში ნო მუ ხენი დაახლოებით 13 საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ პრეზიდენტად ყოფნისას მან სამხრეთ კორეელი ბიზნესმენისგან ქრთამად 6 მილიონ დოლარზე მეტი აიღო. ნო მუ ხენი ქვეყანას 2003-დან 2008 წლამდე მართავდა.
XS
SM
MD
LG