Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, სვატის ხეობაში გრძელდება სამხედროთა შეტაკებები თალიბებთან


პაკისტანის განცხადებით, მისი ძალები შევიდნენ მინგორაში - ქვეყნის ჩრდილოდასავლეთით მდებარე სვატის ხეობის მთავარ ქალაქში - იქიდან თალიბების განდევნის მიზნით. გენერალ-მაიორ ათარ აბასის თქმით, ქალაქის ქუჩებში შეტაკებები მიმდინარეობს, თუმცა ეს რთული ოპერაციაა, იმის გამო რომ ჯარისკაცებს ყველა სახლის შემოწმება უწევთ. ქვეყნის სამხედრო ძალების განცხადებით, სვატის ხეობაში ერთი თვის მანძილზე მიმდინარე შეტაკებების შედეგად 1,000-ზე მეტი ექსტრემისტი მოკლეს. ამ რიცხვის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. რეგიონში მიმდინარე შეტაკებების გამო თითქმის მილიონ ცხრაასი ათასი ადამიანი ლტოლვილად იქცა.
XS
SM
MD
LG