Accessibility links

logo-print

ამბოხის ორგანიზატორებად მიჩნეულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ


ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა მუხროვანის ამბოხის ორგანიზატორებად მიჩნეული ლევან ამირიძისა და კობა ოთანაძის სასამართლო პროცესი. მოსამართლეებმა დაამტკიცეს 13 მაისის ბრძანება, რომლითაც ამირიძესა და ოთანაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. ადვოკატების განცხადებით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით უცნიობია როდემდე დარჩებიან ისინი კლინიკაში.
XS
SM
MD
LG