Accessibility links

logo-print

სერგეი ლავროვი ჰამასის ლიდერს სირიაში შეხვდა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, სირიაში ვიზიტისას პალესტინური ისლამური მოძრაობის, ”ჰამასის” ერთ-ერთ ლიდერს, დამასკში მცხოვრებ ხალედ მეშაალს შეხვდა. შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ პალესტინელთა გაერთიანებული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენციაში, რომელიც შესაძლოა მოსკოვში ამ წლის ბოლოს გაიმართოს. ”ჰამასი”, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, და პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ”ფატაჰი” პალესტინელთა პოლიტიკური სივრცის დაპირისპირებულ ძალებს წარმოადგენენ. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენციის მოსკოვში გამართვის შესაძლებლობაზე ლავროვი დღეს მოგვიანებით სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთანაც ისაუბრებს.
XS
SM
MD
LG