Accessibility links

ირანის, პაკისტანის და ავღანეთის პრეზიდენტებმა ”თეირანის დეკლარაცია” მიიღეს


ირანის, ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტებმა ისლამისტური ექსტრემიზმის და ნარკოტიკების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის პირობა დადეს. თეირანში გამართულ სამმხრივ სამიტზე მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ჰამიდ კარზაიმ და ასიფ ალი ზარდარიმ დეკლარაცია მიიღეს, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ითვალისწინებს. სამიტის დახურვაზე წარმოთქმულ სიტყვაში ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამ ქვეყანას შეუძლია ექსტრემიზმთან და ტერფიკინგთან ბრძოლა, თუკი დაეყრდნობიან ”თავიანთ ძალას, ორგანიზების უნარს, და თანამშრომლობას.”
XS
SM
MD
LG