Accessibility links

logo-print

პაკისტანის სვატის ხეობაში შეტაკებები გრძელდება


პაკისტანის სამხედრო უწყების განცხადებით, მისი ძალები თალიბებს ებრძვიან სვატის ხეობის მთავარი ქალაქის, მინგორას ქუჩებში. ოფიციალური ცნობებით, სამთავრობო ძალები აკონტროლებენ ქალაქის რამდენიმე მნიშვნელოვან გზაჯვარედინს და სამ მოედანს. ცოტა ხნის წინ სამხედრო ძალების წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ათარ აბასმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ ოპერაციის ტემპი ”ძალიან ნელი” იქნება, იმიტომ რომ ჯარისკაცები ცდილობენ თავიდან აიცილონ მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის. გაეროს შეფასებით, მას შემდეგ რაც სვატის ხეობაში თალიბებსა და მთავრობის ძალებს შორის შეტაკებები დაიწყო, ხეობა და მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით მილიონ შვიდასი ათასმა ადამიანმა დატოვა და ლტოლვილად იქცა.
XS
SM
MD
LG