Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანელ მუსიკოსებზე ფილმი კანში სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა


ირანულმა ფილმმა, რომლის ერთ-ერთი ავტორი ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი, როქსანა საბერია, საფრანგეთში, კანის ფესტივალზე სპეციალური პრიზი მიიღო. ფილმს ქვია ”არავინ იცის სპარსული კატების შესახებ”, მისი რეჟისორია ბაჰმან ღობადი. შაბათს ფილმს გადაეცა სპეციალური პრიზი, რომელიც დებიუტანტი რეჟისორების მიღწევებს აღნიშნავს. ფილმში მოთხრობილია თეირანის ანდერგრაუნდულ მუსიკალურ ცხოვრებაზეა და ცენზურაზე, რომელსაც ირანელი მუსიკოსები აწყდებიან. ფილმის თანაავტორი, ჟურნალისტი როქსანა საბერი 11 მაისს გათავისუფლდა ირანის ციხიდან, იქ ოთხი თვის დაყოფის შემდეგ. თავდაპირველად მას ბრალი შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედებოდა.
პარასკევს საბერი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. კანის ფესტივალი დღეს საღამოს დაიხურება - შესაბამისად, დღესვე გამოვლინდება საკონკურსი პროგრამის გამარჯვებული ფილმი.
XS
SM
MD
LG