Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენის ერთ-ერთ ტაძარში მომხდარი სროლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა



გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე 11 ადამიანი დაიჭრა ვენაში, სიკხიზმის მიმდევართა ტაძარში მომხდარი სროლის შედეგად. დაშავებულთაგან ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია. პოლიციის ცნობით, დანებით შეიარაღებული ხუთი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ერთი პირი რელიგიური მსახურების დროს მორწმუნეებს თავს დაესხნენ. ძალადობის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებობს ინფორმაცია სიკხთა თემს შორის არსებულ დაპირისპირებაზე და ოჯახებს შორის არსებულ კონფლიქტებზე. სიკხიზმს მსოფლიოში დაახლოებით 25 მილიონი მიმდევარი ჰყავს. მათი უმრავლესობა დასავლეთ ინდოეთში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG