Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ”იმედგაცრუებულია” ლავროვისა და ჰამასის ლიდერის შეხვედრის გამო


ისრაელი აცხადებს, რომ ”იმედგაცრუებულია” რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, შეინარჩუნოს კავშირი პალესტინელთა რადიკალურ დაჯგუფება ”ჰამასთან.” ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატის ეს განცხადება მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრას ჰამასის ერთ-ერთ ლიდერთან, ხალედ მეშაალთან. ჰამასის ეს ლიდერი სირიაში ცხოვრობს, და შეხვედრაც დამასკში გაიმართა შაბათს. რუსეთი ახლო აღმოსავლეთის მედიატორთა ოთხეულად ცნობილი ჯგუფის ერთადერთი წევრია, რომელიც ჰამასს ბოიკოტს არ უცხადებს. რუსეთი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში თავისი როლის გაზრდას ესწრაფვის, და წლის ბოლოს მოსკოვში სამშვიდობო კონფერენციის გამართვა სურს.
XS
SM
MD
LG