Accessibility links

logo-print

„მაესტროსთან“ ხელყუმბარა აფეთქდა


ტელეკომპანია „მაესტროს“ კართან ღამის სამ საათზე უცნობმა ადამიანმა ხელყუმბარა შეაგდო. აფეთქების კვალი ეტყობა შენობის შესასვლელ ნაწილს, დაზიანებულია რკინის კარი, თუმცა არავინ დაშავებულა - ამის შესახებ ინფორმაცია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნათია მიქიაშვილმა გაავრცელა. „მაესტროს“ თანამშრომლების და თვითმხილველების ინფორმაციით, საპატრულო პილიცია ადგილზე გამოძახებიდან 40-45 წუთის შემდეგ მივიდა. მანამდე კი ტელევიზიის ოფისთან სახალხო დამცველის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები მივიდნენ. ადგილზე მისულმა „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა და მას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დაშინებაში დასდო ბრალი.
XS
SM
MD
LG