Accessibility links

logo-print
ჩრდილოეთმა კორეამ წარმატებით ჩაატარა მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება, რომელიც უფრო მძლავრი იყო ვიდრე პირველი გამოცდა, რომელიც 2006 წლის ოქტომბერში მოაწყვეს - ამის შესახებ განცხადება კომუნისტური სახელმწიფოს ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. ჩრდილოეთ კორეა რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა, რომ გაეროს სანქციების პასუხად ბირთვულ ტესტს ჩაატარებდა.

სამხრეთ კორეის ხელმძღვანელობამ ტესტის პასუხად ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საგანგებო შეხვედრა მოიწვია, სადაც შექმნილი ვითარება განიხილეს. ბირთვული გამოცდის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შედეგად სამხრეთ კორეის ბირჟის ინდექსი 4 პროცენტით დაეცა.
XS
SM
MD
LG