Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომხდარი აფეთქების გამო ომბუდსმენმა საგანგებო განცხადება გაავრცელა


სტუდია მაესტროს შენობასთან გამთენიისას მომხდარი აფეთქების გამო სახალხო დამცველმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. სოზარ სუბარი უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ მომხდარი არა მხოლოდ მძიმე კრიმინალური ფაქტი, არამედ თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დათრგუნვის კიდევ ერთი მცდელობაა. ომბუდსმენი მაესტროსთან მომხდარი აფეთქების სწრაფად და გამჭვირვალედ გამოძიებას განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ანიჭებს. სოზარ სუბარის განცხადებით, ქვეყანა ტელეკომპანიების დარბევას, მათთვის ხელყუმბარების სროლას, ჟურნალისტების ცემას და დაშინებას არ უნდა შეეგუოს, ადეკვატური გამოძიების შედეგად კი - ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს.
XS
SM
MD
LG