Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს სამხედრო სწავლება მოინახულა


ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც ნატოს სწავლება გრძელდება, დღეს იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც წვრთნის მიმდინარეობას გაეცნო და ბაზის ტერიტორია მასმედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. მიხეილ სააკაშვილის კმაყოფილების შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამცნო. თავად დავით სიხარილიძემ ნატოს სწავლებას მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს წინ კიდევ ერთი საერთაშორისო წვრთნა ელის. დღესვე თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ხვალ თბილისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი არ გაიმართება.
XS
SM
MD
LG