Accessibility links

logo-print

დავით ბაქრაძემ "შემაშფოთებელი" უწოდა "მაესტროსთან" მომხდარ აფეთქებას


სტუდია „მაესტროსთან“ მომხდარ აფეთქებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ცუდი და შემაშფოთებელი ფაქტი“ უწოდა. ამასთან, დავით ბაქრაძემ ყველას მოუწოდა, თავი აარიდოს ზედმეტ პოლიტიკურ სპეკულაციებს. პირადად ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ მომხდარ ფაქტს პოლიტიკასთან არანაირი შეხება არა აქვს, გამოძიება კი - დამნაშავეებს დაადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის პირადად გააკონტროლებს, რომ გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად ჩატარდეს და დამნაშავეები დაისაჯონ „სწორედ იმიტომ, რომ არავის ჰქონდეს პოლიტიზირების და ამ ფაქტით სპეკულირების საშუალება.“
XS
SM
MD
LG