Accessibility links

ხელისუფლება დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს


დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ხელისუფლება რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს გახსნის. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საღამოს ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტზე იწვევს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, შემდეგ კი სასტუმრო ”შერატონ-მეტეხი პალასში” მიღება გაიმართება. ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, დღეს მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ძირითად ნაწილს ბათუმში გამართავს.
XS
SM
MD
LG