Accessibility links

logo-print
ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განაცხადებით, ხალხი სტადიონზე უკვე ვეღარ ეტევა. სტადიონის შესასვლელთან და მეტროსთან შეკრებილია უამრავი მოქალაქე და ვერ ახერხებენ სტადიონზე შესვლას. სტადიონზე იმყოფება ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციიდან ჯონდი ბაღათურია.

14 საათზე სტადიონზე გამოჩნდა მომღერალი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი"). მას მქუხარე ოვაციებით შეხვდნენ და ხელშიაყვანილი სტადიონის გარშემო შემოატარეს.

აქცია ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 12:00 საათზე დაიწყო, რომელიც მანიფესტაციით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს. ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო აღლუმის გამართვას აპირებს.

26 მაისისთვის მხარდაჭერების მობილიზებისათვის კამპანია 20 მაისს ბათუმიდან დაიწყო, რომელსაც მომღერალი გია გაჩეჩილაძე იგივე „უცნობი" ხელმძღვანელობს. კამპანიის ფარგლებში უცნობი, პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიოენბში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა და 26 მაისს თბილისში დაგეგმილ სამოქალაქო აღლუმში მონაწილოებისკენ მოუწოდებდა. 25 მაისს გიორგი გაჩეჩილაძე მხარდამჭერებთან ერთად მცხეთაში დაბანაკდა და დღეს "სამოქალაქო აღლუმს" მსვლელობით შეუერთდა.
XS
SM
MD
LG