Accessibility links

სააკაშვილმა მუხათგვერდში სამხედრო სასაფლაო-მემორიალი გახსნა


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მუხათგვერდში სამხედრო სასაფლაო-მემორიალი გახსნა. მან განაცხადა, რომ საქართველო აღნიშნავს დღეს, რომელიც მისი მტრის გეგმით, აღარ უნდა აღენიშნა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა შარშანდელი აგვისტოს ომის ზოგიერთი დეტალი გაიხსენა და თქვა, რომ რუსული ტანკები თბილისთან იდგნენ, გენერლებს კი - საქართველოს დედაქალაქის აღების ბრძანება ჰქონდათ. პრეზიდენტმა რუსეთის მიზნებად დამოუკიდებლობის დასამარება, კავკასიაში გამეფება და საბჭოთა კავშირის აღდგენა დაასახელა და განაცხადა, რომ საქართველო “რუსეთის იმპერიის მიერ დატოვებულ სიმახინჯეს” დღემდე ებრძვის. ის, რომ შარშან აგვისტოში რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ვერ დაარღვია, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი სამხედროების გმირობით, სამოქალაქო სიმტკიცით და ერთიანობით და საერთაშორისო მხარდაჭერით ახსნა. საერთო ჯამში დაახლოებით 25-წუთიანი გამოსვლის ბოლოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ფეხზე დგება, ერთი ხელით სრული გათავისუფლებისთვის იბრძვის, მეორე ხელით კი - ქვეყანას აშენებს.
XS
SM
MD
LG