Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვა გამოაქვეყნა


თბილისში, ეროვნულ სტადიონზე გამართული მიტინგისას ოპოზიციამ საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვა გამოაქვეყნა. მისი ინიციატორები ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ საქართველო და მისი ახალგაზრდა დემოკრატია საფრთხის წინაშეა. მიმართვაში ნათქვამია, რომ „ხელისუფლებამ გაანადგურა დემოკრატიული ინსტიტუტები, ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ქვეყანა ჩაითრია რუსეთთან ომში და დაკარგა ტერიტორიები.“ ოპოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, გამოიყენოს ყველა რესურსი საქართველოში ამ მოვლენათა შესაჩერებლად. მიმართვის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ არ სურთ პრეზიდენტთან მშვიდობიანი დაპირისპირება ქაოსსა და დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს. „ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აღასრულოს მისი ნება და სააკაშვილის ხელისუფლება უმოკლეს ვადაში, მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით შეცვალოს“ - ნათქვამია მიმართვაში.
XS
SM
MD
LG