Accessibility links

ჩრდილოეთი კორეა კიდევ ორი რაკეტის გამოცდას აწყობს


გავრცელებული ცნობებით, ჩრდილოეთმა კორეამ მოკლე მანძილზე მოქმედი კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა. სამხრეთ კორეის ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, დღეს გამოცდილი ორივე რაკეტა 130 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს. გუშინ ფხენიანმა ბირთვული გამოცდა მოაწყო. გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაგმო გუშინდელი გამოცდის ფაქტი და სავალდებულო რეზოლუციაზე მუშაობა დაიწყო. გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა, სიუზენ რაისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის აზრით, "ეს რეზოლუცია მკაცრი უნდა იყოს, და მკაცრი ზომები უნდა გაითვალისწინოს." ორშაბათსვე ჩრდილოეთმა კორეამ ახლო მანძილზე მოქმედი ორი რაკეტაც გამოსცადა.
XS
SM
MD
LG