Accessibility links

უზბეკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე სროლა მოხდა


სროლისა, და, სულ ცოტა, ერთი აფეთქების ხმა ისმოდა დღეს უზბეკეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ყირგიზეთის საზღვართან. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ვითარებაში მოხდა სროლა. უზბეკეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაწყებულია გამოძიება იმ თავდამსხმელების დასადგენად, რომლებმაც იერიში მიიტანეს სასაზღვრო პუნქტზე. ამავე წყარის ინფორმაციით, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ყირგიზეთის ოფიციალურმა პირებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ უზბეკეთის მხარის თხოვნით სასაზღვრო პუნქტი დაკეტილია.
XS
SM
MD
LG