Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვატის ხეობაში დარჩენილთ სერიოზული საფრთხე ემუქრებათ


"ჰიუმან რაიტს უოჩის" განცხადებით, პაკისტანის სვატის ხეობის მცხოვრებ ათასობით სამოქალაქო პირს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება. ადამიანის უფლებათა დამცველი ეს საერთაშორისო ორგანიზაცია პაკისტანის მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს კომენდანტის საათი, რათა მოსახლეობას რეგიონის დატოვების საშუალება მიეცეს. სვატის ხეობაში გრძელდება ცხარე შეტაკებები სამთავრობო ჯარსა და თალიბანის სამხედრო შენაერთებს შორის. მიმდინარე თვის დასაწყისიდან ხეობა თითქმის 2,5 მილიონმა ადამიანმა დატოვა, მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, კიდევ 200 ათასამდე კაცი ჯერაც ხეობაში რჩება.
XS
SM
MD
LG