Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის რკინიგზის სადგურის ბლოკირება დასრულდა


თბილისის რკინიგზის სადგურის ბლოკირება დასრულებულია, ოპოზიციის ამ გადაწყვეტილების შესახებ აქციის მონაწილეებს „მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ აცნობა. მისი განცხადებით, მისია შესრულებულია, ვინაიდან შეფერხდა სატვირთო გადაზიდვები. გამყრელიძის თქმით, საპროტესტო აქციების მთავარი ეპიცენტრი არის პარლამენტთან და არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ შეტევა განახორციელოს იქ მყოფ აქციის მონაწილეებზე. მან მოპიკეტეებს სთხოვა, გაეთავისუფლებინათ რკინიგზის ხაზები და მოეწყოთ მსვლელობა პარლამენტისკენ, რათა გვერდში დაუდგნენ იქ მყოფ მომიტინგეებს. განახლდება თუ არა რკინიგზის ბლოკირება, ეს ხვალ გახდება ცნობილი. თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური ოპოზიციას 26 მაისის 22.30 საათიდან ჰქონდა გადაკეტილი.
XS
SM
MD
LG