Accessibility links

logo-print

ოფიციალური თბილისი სოხუმში „ბენეტონის“ მაღაზიის გახსნას აპროტესტებს


იტალიური ფირმა „ბენეტონის“ თურქული წარმომადგენლობის მიერ სოხუმში მაღაზიის გახსნის გამო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში თურქეთის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს ესუბრა. ლაშა ჟვანიამ განმარტა, რომ ოკუპაციის კანონი კერძო კომპანიებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კომერციულ საქმიანობას უკრძალავს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კერძო ბიზნესის საქმიანობაში ვერ ჩაერევა, ჟვანიას იმედი აქვს, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედების აღსაკვეთად თურქეთი ადეკვატურ ზომებს მიმართავს. სოხუმში „ბენეტონის“ მაღაზიის გახსნისადმი პროტესტის ნიშნად, თბილისში ამავე ფირმის მაღაზიებმა მუშაობა სამშაბათიდან შეწყვიტეს. თბილისის პროტესტის კომენტირებისას სოხუმის მერმა ალიას ლაბახუამ ადგილობრივ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ აფხაზეთს საქართველოსთან უკვე 15 წელზე მეტია არანაირი კავშირი არა აქვს და თავად გადაწყვეტს, ვისთან როგორ ითანამშრომლოს.
XS
SM
MD
LG