Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოში კონსულტაცია გაიმართება


აფხაზეთის კონფლიქტურ რეგიონში გაეროს მისიის შემდგომი მანდატის თაობაზე ორგანიზაციის გენერალური მდივნის წინადადების განსახილველად, გაეროს უშიშროების საბჭოში დღეს კონსულტაცია გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო რია-ნოვოსტი გაეროში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაზე დაყრდნობით იუწყება. შეგახსენებთ, რომ ბან კი მუნის მოხსენების სახელწოდებაში აფხაზეთის, როგორც საქართველოს კუთვნილების მითითება აღარ არის. გაეროს გენერალური მდივნის რეკომენდაციები უსაფრთხოების არსებული რეჟიმის გადახედვას და გრძელვადიანი სტაბილიზაციის ხელშესაწყობად ახალ შეთანხმებას შეეხება
XS
SM
MD
LG