Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია: საპროტესტო აქციების ფორმა და შინაარსი შესაცვლელია


„ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ პერმანენტულმა საპროტესტო აქციებმა დადებითი როლი უკვე შეასრულა და მათი ფორმა და შინაარსი შესაცვლელია. ამასთან, „ალიანსის საქართველოსთვის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან შესაძლო მოლაპარაკების პროცესი საგნობრივი და შინაარსიანი უნდა გახდეს. ირაკლი ალასანიამ დაადასტურა, რომ ალიანსი მზად არის ხელისუფლებასთან მისთვის შეთავაზებულ ექვს პუნქტზე მოლაპარაკებისთვის. „მნიშვნელოვანია ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვა, როგორც თანამონაწილის და შესაძლო შეთანხმების გარანტორის“ - განაცხადა დღეს ალასანიამ.
XS
SM
MD
LG