პოლიციის ცნობით, დღეს პაკისტანის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლაჰორში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას 30-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიჭრა დაახლოებით 300. მძლავრი აფეთქების შედეგად დაინგრა შენობა, რომელშიც განთავსებული იყო პოლიცია და სხვა სამთავრობო ორგანიზაციები. პოლიცია იტყობინება, რომ დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. აფეთქებისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა.
ყველაზე პოპულარული
1