Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეა სამხრეთ კორეას ემუქრება


ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ ის აღარ არის ვალდებული დაიცვას ზავი, რომელმაც ბოლო მოუღო 1950-53 წლების ომს კორეის ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ "მძლავრ საპასუხო სამხედრო დარტყმას" განახორციელებს, თუკი მის გემებს შეაჩერებენ და შეამოწმებენ საერთაშორისო ძალები, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ რაკეტების ექსპორტს და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებას. სამხრეთ კორეის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჩრდილოეთმა კორეამ შესაძლოა განაახლა ბირთვული ობიექტის მუშაობაც, რომელშიც ატომური ბომბისთვის გამოსადეგი პლუტონიუმის მიღებაა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG