Accessibility links

logo-print

ლაჰორში მომხდარმა აფეთქებამ 30-მდე ადამიანი იმსხვერპლა


პოლიციის ცნობით, დღეს პაკისტანის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლაჰორში მომხდარ აფეთქებას 30-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიჭრა დაახლოებით 300. მძლავრი აფეთქების შედეგად დაინგრა შენობა, რომელშიც განთავსებული იყო პოლიცია და სხვა სამთავრობო ორგანიზაციები. პოლიცია იტყობინება, რომ დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. აფეთქებისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG