Accessibility links

მოლდავეთის პარლამენტი დღეს მეორედ შეეცდება პრეზიდენტის არჩევას


მოლდავეთის პარლამენტი დღეს მეორედ შეეცდება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევას და თუკი წარმატებით შეძლებს ვლადიმირ ვორონინის შეცვლას, თავიდან აიცილებს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. გასულ თვეში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მოლდავეთში კომუნისტებმა გაიმარჯვეს, რამაც მძაფრი პროტესტი გამოიწვია. გასულ კვირაში კომუნისტებს ერთი ხმა დააკლდათ თავისი კანდიდატის გასაყვანად. თუკი, კენჭისყრა დღესაც უშედეგო აღმოჩნდება, პარლამენტი დაიშლება და ხელახლა ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.
XS
SM
MD
LG