Accessibility links

კოსოვოს პრეზიდენტმა მაკედონიაში ვიზიტი გააუქმა


კოსოვოს პრეზიდენტმა მაკედონიაში ხუთშაბათისთვის დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა იმის გამო, რომ მას იქ სათანადო პატივით არ მიიღებდნენ. კოსოვოს პრეზიდენტის ოფისმა ვიზიტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ მიზეზი არ დაუზუსტებია. თუმცა, ადგილობრივ მედიაში გამოითქვა მოსაზრება, რომ ვიზიტის გადადების მიზეზი მაკედონიის მიერ უცხო სახელმწიფოს მეთაურის მიღების პროტოკოლის დაღვევა იყო. მაისის დასაწყისში კოსოვოს პრეზიდენტი იყო ერთადერთი ლიდერი რეგიონში, რომელიც არ მიიწვიეს მაკედონიის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე.
XS
SM
MD
LG