Accessibility links

საქართველოს ელჩი გაეროში რუსეთს ბან კი მუნის ”შანტაჟში” სდებს ბრალს


საქართველო რუსეთს გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნზე ზეწოლაში ადანაშაულებს. გაეროში საქართველოს ელჩის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით, გაეროს გენერალურ მდივანს რუსეთი "შანტაჟს უწყობს" იმისათვის, რომ მან ცვლილებები შეიტანოს საქართველოს შესახებ ანგარიშში. რუსეთი უარყოფს ლომაიას მტკიცებას. გუშინ გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა ზოგადი პასუხი გასცა ჟურნალისტის კითხვას, როგორია რუსეთის პოზიცია ორგანიზაციის გენერალური მდივნის წინადადებების მიმართ, რომლებიც აფხაზეთში გაეროს ყოფნის გაგრძელებას შეეხება. ჩურკინის თქმით, ეს წინადადებები არის კარგი საფუძველი განსჯისთვის, და სულაც არ არის აუცილებელი, ყოველი წინადადება უცვლელად იქნეს დამტკიცებული.
XS
SM
MD
LG