Accessibility links

logo-print

არასაპარლამენტო ოპოზიციამ თბილისის მერიამდე მსვლელობა გამართა


არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად, გამართეს მსვლელობა თბილისის სპორტის სასახლიდან მერიამდე, ხოლო მერიის შენობასთან პიკეტი მოაწყვეს. ოპოზიციის ლიდერთა განმარტებით, შენობის პიკეტირებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მერიის შენობის გარდა, სხვაგან ვერსად პოულობენ, თბილისის მერმა გიგი უგულავამ კი - 26 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში მისვლით პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა. აქციის მონაწილეებმა თბილისის მერი კორუფციასა და ტელევიზიების კონტროლშიც დაადანაშაულეს.
XS
SM
MD
LG