Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერ სემნები საქართველოში მეთვალყურეთა შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს


ევროპის კავშირის ღრმა რწმენით, საქართველოში სასიცოცხლოდ აუცილებელია საერთაშორისო სამეთვალყურეო საქმიანობის შენარჩუნება გაეროსა და ეუთოს მისიების სახით - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს, ეუთოს ვენის შტაბბინაში გამოსვლისას, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებიმ. ელჩმა სემნებიმ დასძინა, რომ ევროკავშირი იმთავითვე მხარს უჭერდა საქართველოში ეუთოს მისიის შენარჩუნებას და დღემდე არ დაუკარგავს იმედი, რომ გამოიძებნება გზა სამეთვალყურეო საქმიანობის გასაგრძელებლად - მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება ამჟამად შეწყვეტილია. პეტერ სემნებიმ ქებით მოიხსენია ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის ძალისხმევა, მიმართული საქართველოში საერთაშორისო მეთვალყურეთა შენარჩუნებისკენ.
XS
SM
MD
LG