Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ბელორუსიის პრეზიდენტს შეხვდა


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი მინსკში შეხვდა ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს. განხილულ იქნა ვაჭრობის, ენერგეტიკის, ბირთვული ენერგიისა და კულტურის საკითხები. შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრ კუდრინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის წინაშე საგარეო დავალიანების გამო ბელორუსიამ შეიძლება გადახდისუნარიანობა დაკარგოს 2009 წლის ბოლოს ან 2010 წლის დამდეგს. შესაბამისად, ბელორუსიისთვის 500-მილიონდოლარიანი კრედიტის გამოყოფა-არგამოყოფა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ეფექტიან ზომებს განახორციელებს მინსკი თავისი ეკონომიკის სტაბილიზების მიმართულებით.
XS
SM
MD
LG