Accessibility links

logo-print

ისრაელი: დასახლებების ბედი პალესტინელებთან მოლაპარაკებებში გადაწყდება


ისრაელმა უარით უპასუხა აშშ-ის მოწოდებას, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე შეწყვეტილიყო ებრაელთა დასახლებების მშენებლობა და გაფართოება. ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა მარკ რეგევმა განაცხადა, რომ დასახლებების ბედი პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს დასახლებათა გაფართოების სრულსა და უპირობო შეწყვეტას. დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვაშინგტონში ხვდება პალესტინელთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მაჰმუდ აბასს.
XS
SM
MD
LG