Accessibility links

logo-print

აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ჯარებმა სამხედრო მზადყოფნის დონე გაზარდეს


აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ჯარებმა სამხედრო მზადყოფნის დონე 2006 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ კატეგორიამდე აიყვანეს მას მერე, რაც ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობები დაიძაბა ფხენიანის მიერ ჩატარებული ბირთვული გამოცდის გამო. გუშინ ჩრდილოეთი კორეა დაიმუქრა, რომ სამხედრო დარტყმას განახორციელებს მოკავშირეთა ჯარებზე, თუკი ისინი ჩრდილოეთ კორეის ხომალდებს დააკავებენ და შეამოწმებენ რაკეტების ტრანსპორტირების აღსაკვეთად. ფხენიანმა ასევე შეწყვიტა 1953 წელს დადებული საზავო შეთანხმება, რომელმაც ბოლო მოუღო კორეის ომს. შეერთებულ შტატებს სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე 28 ათასი ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული ჩრდილო კორეის შესაკავებლად.
XS
SM
MD
LG