Accessibility links

logo-print

ფეშავარში მომხდარი აფეთქებების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ქალაქ ფეშავარში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ხუთი და დაიჭრა ათობით ადამიანი, ბევრი - მძიმედ. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. ამასობაში პაკისტანის თალიბებმა პასუხისმგებლობა იკისრეს გუშინ ქალაქ ლაჰორში მომხდარი აფეთქებისთვის, რომლის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა. საველე მეთაურმა ჰაქიმულა მეჰსუდმა დასავლეთის მედიის კორესპონდენტებს ტელეფონით უთხრა, რომ ოთხშაბათს მომხდარი თავდასხმა პასუხი იყო თალიბების წინააღმდეგ მთავრობის ჯარების იერიშზე სვატის რეგიონში. მისი თქმით, მსგავსი იერიშები განხორციელდება პაკისტანის სხვა ქალაქებშიც.
XS
SM
MD
LG