Accessibility links

პატრიარქის თქმით, მისი განცხადება მიზნად ისახავდა სიტუაციის განმუხტვას


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 26 მაისის ქადაგებამ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რადგან მისი შინაარსი მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერ პოზიციად შეფასდა. ილია მეორე აღნიშნავს, რომ მისი განცხადება მიზნად ისახავდა რთული სიტუაციის განმუხტვას, რადგან ხელისუფლება კომპრომისს არ აპირებდა, ხოლო მიტინგის მონაწილეთა მკვეთრი მოქმედების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო სისხლისღვრა და შეტაკება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის შეფასებით, ვითარება კვლავაც ფეთქებადსაშიშია. "დაძაბულობის განსამუხტად ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, იქნება ეს რიგგარეშე არჩევნები, მოლაპარაკებები, თუ სხვა" - ნათქვამია ილია მეორის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG