Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეტაკება მოხდა


ხუთშაბათს საღამოს, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოხდა შეტაკება აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის, რომლის შედეგად დაიჭრნენ აქციის რამდენიმე მონაწილე და ხუთი პოლიციელი. ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, შოთა უტიაშვილის ცნობით, პარლამენტთან შეკრებილთა ერთი ჯგუფი თავს დაესხა სამოქალაქოტანსაცმლიან პოლიციელს, რომელიც აქციის მსვლელობას ვიდეოკამერით იღებდა. უტიაშვილის თანახმად, აქციის მონაწილეებმა ცემა დაუწყეს თავიანთი თანამშრომლის დასახმარებლად მისულ სამ პოლიციელსაც, რომელთაგან ერთი დანით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინტერნეტო გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრილია პოლიციის ხუთი თანამშრომელი, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს. ტელეკომპანია “მაესტრო” იუწყება, რომ აქციის მონაწილეებს თავს დაესხა უცნობ პირთა ჯგუფი. ამავე წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელების ნაწილს ნიღბები ეკეთა და ისინი ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG