Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ მაჰმუდ აბასი მიიღო


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ისრაელმა უნდა შეაჩეროს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელთა დასახლებების გაფართოება. ეს განცხადება ობამამ გააკეთა ხუთშაბათს, პალესტინელთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ. თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გამოსვლისას, აშშ-ის ლიდერმა დასძინა, რომ სამშვიდობო პროცესის ყველა მონაწილეს გარკვეული ვალდებულებები ეკისრება. ისრაელის მხარის ერთ-ერთი ვალდებულება, ობამას თქმით, სწორედ დასახლებების გაფართოების შეჩერებაა. ხუთშაბათსვე, უფრო ადრე, ისრაელმა უარით უპასუხა ვაშინგტონის მოწოდებას, შეაჩეროს ებრაელთა დასახლებების გაფართოება იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
XS
SM
MD
LG