Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთმა კორეამ მცირე რადიუსის რაკეტა გაუშვა


სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო იონჰაპის ცნობით, ჩრდილოეთმა კორეამ გაუშვა მცირე რადიუსის რაკეტა. ეს უკვე მეექვსე გაშვებული რაკეტაა მას მერე, რაც ფხენიანმა ორშაბათს ბირთვული გამოცდა ჩაატარა. დღეს ჩრდილოეთი კორეა დაიმუქრა, რომ ახალ ზომებს მიმართავს თავის დასაცავად, თუკი გაეროს უშიშროების საბჭო მის წინააღმდეგ სანქციებს გამოიყენებს ბირთვული გამოცდის საპასუხოდ. უშიშროების საბჭო ამჟამად მსჯელობს, როგორი პასუხი გასცეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ გამოცდას, რომელმაც საერთაშორისო პროტესტები გამოიწვია. ჩრდილოეთმა კორეამ ასევე გამოაცხადა, რომ წყვეტს 1953 წლის საზავო შეთანხმებას, რომელმაც ბოლო მოუღო კორეის ომს და განაცხადა, რომ შეიძლება იერიში განახორციელოს სამხრეთ კორეის წინააღმდეგ. რეგიონში შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის ჯარები სამხედრო მზადყოფნაში არიან მოყვანილი.
XS
SM
MD
LG