Accessibility links

ირანი აცხადებს, რომ მეჩეთის აფეთქება აშშ-მა შეუკვეთა


ირანის სისტან-ბალუჩისტანის პროვინციის გუბერნატორის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა, ჯალალ საიაჰმა განაცხადა, რომ დაპატიმრებული სამი ადამიანი, რომელიც, მისი თქმით, კავშირშია ირანის სამხრეთში მომხდარ აფეთქებასთან, შეერთებული შტატების მიერ იყო დაქირავებული. სისტან-ბალუჩისტანის გუბერნატორმა მანამდე განაცხადა, რომ პროვინციის დედაქალაქ ზაჰედანში, შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა და 125 მლოცველი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG