Accessibility links

logo-print

შსს თბილისში, გასულ ღამით მომხდარი შეტაკების გამოძიებას განაგრძობს.


შსს თბილისში, გასულ ღამით მომხდარი შეტაკების გამოძიებას განაგრძობს. სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს სამინისტროს ვიდეოკამერიანი თანამშრომლისადმი, რომლის გასათავისუფლებლად მისულ სამართალდამცავებთან დაპირისპირების შედეგად, პოლიციის 5 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. ამ ინციდენტის მონაწილეებს შსს ოპოზიციის წევრებად მოიხსენიებს. სამინისტროს ოფიციალურ ვერსიას ოპოზიციის ლიდერებმა სიცრუე უწოდეს და განაცხადეს, რომ მიტინგის მონაწილეთა დარბევა შსს-მ წინასწარ დაგეგმა.
XS
SM
MD
LG