Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა კატეგორიულად უარყო მის მიმართ ალექსანდრე ლომაიას ბრალდება


გაეროს გენერალურმა მდივანმა კატეგორიულად უარყო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადება იმის შესახებ, რომ ბოლო მოხსენება რუსეთისგან შანტაჟის გამო შეცვალა. ბან კი მუნის განმარტებით, მოხსენების სახელწოდება უსარგებლო პოლიტიზების თავიდან ასაცილებლად შეირჩა. მოხსენების სათაურში აფხაზეთის, როგორც საქართველოს კუთვნილება მითითებული აღარ არის. ამ გადაწყვეტილებას ბან კი მუნი იმით ხსნის, რომ არსებითი საკითხების, მათ შორის უსაფრთხოების მექანიზმების განხილვაში ყველა დაინტერესებული მხარე უნდა მონაწილეობდეს. გაეროს გენერალური მდივანი მის მიმართ ნებისმიერი სახის მუქარას უარყოფს - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბან კი მუნის სახელით მისმა პრეს-სამდივნომ გაავრცელა.
XS
SM
MD
LG